ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
14 ოქტომბერი, 2014


ჯონ კიტსი - რა თქვა შაშვმა

შენ, ვისაც  სახე  დაგზრობია ზამთრის ქარბუქით,
ვინც თოვლის ღრუბლებს უყურებდი ნისლიან ცაში,
ყინვით გათოშილ ვარსკვლავთ შორის - წვერთ თელამუშის,
გაზაფხულისას დაგიდგება მოსავლის ჟამი.

შენ, რომლისთვისაც ერთადერთი წიგნი წყვდიადის
ნათელი იყო, საზრდოობას რომლითაც ცდილხარ,
იკარგებოდა როს ფებოსი ყოველი ღამით,
- შენთვის იქნება გაზაფხული  სამმაგი დილა.

ნუ დამწუხრდები, ვერ  გასწავლი  - ვარ უმეცარი,
დაემსგავსება თუმცა სითბოს ჩემი ჟივჟივი.
ნუ დამწუხრდები, ვერ  გასწავლი  - ვარ უმეცარი,
ჩემ მოსასმენად ემზადება თუმც მწუხრი მიწყივ.

ვინც  უქმობით წუხს, ვერ იქნება იგი მოცლილი
და ფხიზელია, ვინც ფიქრობს, რომ სწვევია ძილი.


14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://allpoetry.com/What-The-Thrush-Said.-Lines-From-A-Letter-To-John-Hamilton-Reynolds

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები