ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეე...
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2014


* * *

ცაზე შეიყარნენ შავი ღრუბლები და
თავსხამას მოელიან მთაში ქალწულები,
ტანზე კოჭებამდე გრძელი კაბები და
მინდვრის ყვავილები თმაში ჩაწნულები.
სამოსს უფრიალებს ქარი უტეხი და
სულზე მონდომია სხეულს შემოხევა ,
ვიცი იმ წამს გიცნობ როცა შეგხვდები და
ძლიერ მომწყურდება შენი შემოხვევა.
ავდარს მკერდს უშვერენ დინჯად მუხები და
ახლა ისე მინდა წვიმამ დამასველოს,
შენით იწყებოდეს დილა ყოველი და
ჩემმა შემოხედვამ კოცნა გაგახსენოს.
ზამთრის სუსხიანში ძლიერ შემცივდეს და
შენ კი მაგ სხეულით საბნად დამეფარო,
ვფიცავ სულსაც მოგცემ ,შევთხოვ ყველა წმინდას
სადაც გაგიჭირდეს ყველაგან დაეფარო...
წარსულს გავუწყვიტე ბოლო ძაფები და
არ მსურს გავამთელო ხიდი ჩატეხილი,
ჩემგან წასულები უკან ბრუნდებიან ,
მესმის კაკუნია კარზე ატეხილი.
შენ რომ წარმოგიდგენ უცებ ვმშვიდდები და...
ტბასთან ტირიფები ქარებს ურწევია,
ქალას მოსძალვია ღამით ფიქრები და
ჩუმი ოცნებები ლექსად უწერია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები