ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2014


ბახუსი

სალამს მივუძღვნი ნაბახუსევ ბოლო საღამოს
ზუსტად ასე თქვა ციგნის ბიჭმა, მგონი წუხელი,
ღამით ფიქრებში შემოვივლი უსრულ სამყაროს,
მტანჯველ ცხოვრების მხრებზე გვაწევს ყველას უღელი.
  უკვე რამდენჯერ შემაცდინა გულქვა ბახუსმა
  ბევრი ვეცადე, თუმცა ჩემს თავს ვეღარ ვუშველე,
  სახლში მიცდიან მოუთმენლად კარგისმსურველნი
  და წითელ ღაწვებს უიმედო ცრემლი უსველებთ.
ზოგი ღორივით ჭამს ას ხინკალს, თანაც უსირცხვოდ
ზოგიერთები პურის გულისთვის ვდგავართ მონებად,
ვიცი, სულ რაღაც ორიოდე ზამთრის ცივ დღეში,
გადაიქცევა ჩემი ლექსი ტკბილ მოგონებად.
  ღამით ფიქრებში შემოვივლი უსრულ სამყაროს
  ზუსტად ასე თქვა ციგნის ბიჭმა, მგონი წუხელი,
  სალამს მივუძღვნი ნაბახუსევ ბოლო საღამოს
  მტანჯველ ცხოვრების მხრებზე გვაწევს ყველას უღელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები