ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ოქტომბერი, 2014


*****

ოქტომბრის ერთ მოღრუბლულ,
უვარსკვლავებო, არაპოეტურ ღამეს,
როცა სახლში სინათლე ჩაქრა
და აწრიალდა მობილურის ძებნაში ქმარი,
ცოლმა მშვიდად გამოაღო
სამზარეულოს ავეჯის კარი,
ჯერ სასანთლე გადმოიღო
მ ა რ ჯ ვ ენა ხელით, მერე ასანთი...
უცინოდა სანთლის შუქზე
გაბრწყინებული თვალებით ქმარი...
_ასეთ არაპუეტურ ღამესაც კი,
პოეზიაა გვერდით გყავდეს ასეთი ქალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები