ნაწარმოებები



ავტორი: მიშიკო ბენდუქიძე
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2014


ოცნებაა სიცოცხლე თუ სიკდილი

თუ სიყვარული ყოვლისშემძლეა,
რატომ გშორდები, დაძინებისას ყოლელ ღამე

რომ გიყურებ, მეცვითება გუგები
სულში მყავხარ, მაგრამ არგეუბნები
მინდა, მწამდეს გაცვეთილი ფრაზების
ოცნებაა სიცოცხლე, თუ სიკვდილი
სულებს მივცეთ ვნების, ლტოლვის წამები
სხეულებით, ნუ ვიქნებით მთვრალები.

სასოწარკვეთით, კდემამოსილი  მოგწვდები მაშინ,
როცა გადავალთ, ამ უსასრულო დროის სივრცეში.

სხეულს მივცეთ  ვნების, ლტოლვის წამები
სულებით კი, ნუ ვიქნებით მთვრალები.

თუ სიყვარული ყოვლის შემძლეა,
ვერ დაგშორდები ამ უსასრულო დროის სივრცეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები