 | ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 ოქტომბერი, 2014 |
ჩემი სახლიდან შენს სახლამდე მერამდენეჯერ გავიარე ტყე და ძეძვნარი. ვიარე_ვკაფე . ვიარე_ვჭარი . ვიარე_ვძირკვე . ახლა მინდორი გადაშლილა მე და შენს შორის. და დაქრის ქარი. მიაქვს-მოაქვს ქარს ჩვენი ფიქრი ფეხზე შებმული. ეს ხდება დღისით. ღამით კი... ღამით თვითონ მოვდივარ შენს სანახავად. მოვდივარ ფიქრში. ვთელავ ბალახს . ვთელავ, ვთელავ, ახლა კი ... ახლა ... ვაი ,დედა !ფეხზე მიწა მიწვდება კოჭთან . ვთელავ და ახლა, ვაი, დედა ! მიწას ვგრძნობ მუხლთან. ვთელავ, ვთელავ და ვაი, დედა! მიწა მაქვს წელთან... ყელთან... თვალებთან. ჩემი ბილიკი აქეთ-იქეთ კედლებში ჩაჯდა. და გზა მაქვს ერთი. მოვდივარ შენთან . და არცერთი გზაგასაყარი. დავრჩი მე. დარჩი_შენ და ფიქრის ბილიკი. ერთ ღამეს ,ვიცი, ჩაიშლება მყიფე კედლები . ქვეშ მომიყოლებს და შენსკენ ისევ მომავალი ამ ბილიკში ჩავიმარხები. ჩასაქოლ ქვებსაც გაიმეტებს ამბის გამგები . მხოლოდ შენ ერთმა, მე შენ ერთმა უნდა დამინდო. ლოდების ქვების ღორღის კენჭის წამოვა წვიმა, გულმოწყალე კი პეშვით სილას მაინც მომაყრის. დე, იყოს ასე! სიკვდილის შემდეგ , მე ისევ მოვალ შენს სიზმრებში. შუბლზე გაკოცებ . გამახსენდება როგორ ქრებოდა ჩემს საფლავში ჩაშენებული ბოლო სანთლები. შთანთქავდა ჟანგბადს რომ უწმინდური არ შეხებოდა საბრალო სხეულს და მოგიყვები რომ სიკვდილი არაფერია. ჩემი საფლავი კი მიწაზე დასმული ერთი პატარა წერტილია . წერტილებს შორის. გამახსენდება, როგორ ვებრძოდი, მომავალი, წვეტიან ეკლებს . თან შენს თმაში დავმალავ ხელებს და დაგარწმუნებ რომ მიზნისთვის უნდა იბრძოლო და მხოლოდ მკვდარმა უნდა დაიკრიფო გულზე ხელები. გამახსენდება რამდენი რამ დავთმე ამქვეყნად . არ ავიხდინე სურვილები და ოცნებები. და დაგაჯერებ რომ სრულდება ყველა სურვილი. ოღონდ ისურვე! ოღონდ ილოცე! ოღონდ გადადგი მისკენ ნაბიჯი! გამახსენდება, რომ ვერ გავბედე შენთან მოსვლა . სამი სიტყვის თქმა და ჩაგჩურჩულებ: არ გამაგდო სიზმრებიდან! გთხოვ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
13. ძალიან მაგრად წერ ნათია, ძალიან მაგრად... ძლიერი გონება გაქვს, შესანიშნავი ხედვა და ბრწყინვალედ გადმოსცემ ემოციას, სიტყვების ჯადოქარი ხარ ნამდვილი.... 5 ქულა და მეტი. ძალიან მაგრად წერ ნათია, ძალიან მაგრად... ძლიერი გონება გაქვს, შესანიშნავი ხედვა და ბრწყინვალედ გადმოსცემ ემოციას, სიტყვების ჯადოქარი ხარ ნამდვილი.... 5 ქულა და მეტი.
11. ვაჰ, როგორ ძალიან მომეწონა! +5 ვაჰ, როგორ ძალიან მომეწონა! +5
9. ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან..
ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან..
7. ვთელავთ ბალახს, ფეხით ვუვლით,ის კი გულზე ამოგვიბიბინდება...
ვთელავთ ბალახს, ფეხით ვუვლით,ის კი გულზე ამოგვიბიბინდება...
6. ძალიან მომეწონაა...
"ოღონდ ისურვე! ოღონდ ილოცე!" ძალიან მომეწონაა...
"ოღონდ ისურვე! ოღონდ ილოცე!"
5. რამდენი უგრძვნია ამ პატარა გოგოს, რომ ვკითხულობდი ცრემლები წამომივიდა, რა ჯანდაბა მჭირს ... ძალიან ძალიან დიდი მოწონება. 5 რამდენი უგრძვნია ამ პატარა გოგოს, რომ ვკითხულობდი ცრემლები წამომივიდა, რა ჯანდაბა მჭირს ... ძალიან ძალიან დიდი მოწონება. 5
4. "ჩასაქოლ ქვებსაც გაიმეტებს ამბის გამგები . მხოლოდ შენ ერთმა, მე შენ ერთმა უნდა დამინდო. "
ვნახე ეს ნათი ფაცეზე...მომეწონა...:-* "ჩასაქოლ ქვებსაც გაიმეტებს ამბის გამგები . მხოლოდ შენ ერთმა, მე შენ ერთმა უნდა დამინდო. "
ვნახე ეს ნათი ფაცეზე...მომეწონა...:-*
3. ძალიან მომეწონა ნათია. პირველი ნაწილი განსაკუთრებით, ნამდვილი პოეზიაა ეს. სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე დიდი ოცნება არ გვისულდება და ამას უბრალოდ უნდა შევეგუოთ, ასეთია ცხოვრება. :) მაპატიე ეს ზედმეტად არაპოეტური აზრი. :) ძალიან მომეწონა ნათია. პირველი ნაწილი განსაკუთრებით, ნამდვილი პოეზიაა ეს. სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე დიდი ოცნება არ გვისულდება და ამას უბრალოდ უნდა შევეგუოთ, ასეთია ცხოვრება. :) მაპატიე ეს ზედმეტად არაპოეტური აზრი. :)
2. "მიზნისთვის უნდა იბრძოლო და მხოლოდ მკვდარმა უნდა დაიკრიფო გულზე ხელები"-ასეა. "მიზნისთვის უნდა იბრძოლო და მხოლოდ მკვდარმა უნდა დაიკრიფო გულზე ხელები"-ასეა.
1. და მოგიყვები რომ სიკვდილი არაფერია.
:) ნეტა სიცოცხლეშივე აფასებდნენ...
მოკითხვა ნათიას. და მოგიყვები რომ სიკვდილი არაფერია.
:) ნეტა სიცოცხლეშივე აფასებდნენ...
მოკითხვა ნათიას.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|