ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2014


* * *

ზამთრის სიცივე ვიდრე მოვა, გარდაუვალი
და შემოდგომას უხვი ცრემლით გამომატირებს,
დრო (დაუნდობლად) თმას შემიმკობს ფიფქით, ულევით,
ვერ შეეხება მხოლოდ მწვანე ტბათა ნაპირებს.
წამის დაჭერით, საბოლოო დროის შეგრძნების,
ჩამომეშლება მოგონება ნაგროვებ სითბოდ,
ტბები ერთბაშად დაიღვრება მლაშე ცრემლებად,
თითქოს ზამთარი ცრემლისაგან დაცლასაც ითხოვს.
და მერე, როცა საუკუნო შემბოჭავს სუსხი,
მე კი მორჩილი, თავდახრილი დახვედრას ვფიქრობ,
ზურმუხტის ტბები, ამომშრალი, გახდება უტყვი
და ჩემში მხოლოდ წარსულისღა დარჩება სიტკბო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები