ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2014


*** (შენი ასული ვარ მთვარე)

შენი ასული ვარ  მთვარე,
მზეა ჩემი დედა,
ქუსლზე მივიჭედებ ნალებს,
მხარზე შემოვისვამ ქედანს,
მხოლოდ დამიძახე ერთი,
შოლტი გადაჰკარი ზეცას,
სიმღერა ხომ ვიცი მგლური,
ხორცი არ იჭმევა ჩემი,
ხორცი მაქვს მჭლე და უმი.
მაინც გამომიხრეს ძვლები,
მაინც ფეხზე ვარ და ვყმუი.
შენი ასული ვარ მთვარე,
მზეა ჩემი დედა,
ქუსლზე მივიჭედებ ნალებს,
მხარზე შემოვისვამ ქედანს
და ისეთს ავტეხავ ზარებს,
რომ ქვა აღარ დარჩეს ქვაზე..
მეტყვი, ქალი ვარ და... არა?!
იქნებ არა გჯერა ჩემი?!
შენი ასული ვარ მთვარე,
მზეა ჩემი დედა...
მხოლოდ დამიძახე ერთი,
შოლტი გადაჰკარი ზეცას,
ქუსლზე დავიჭედებ ნალებს,
მხარზე შემოვისვამ ქედანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს