,, დააპიპინეო! ძლიერად, ბიძიაო!,,_ ბავშვები შეგროვილან გზაზე. ,, ხომ იცი, ბიძიაო, ეს მთები ვისიაო?!,, ,, ხომ იცი ბიძიაო, მზე და ცა ვისიაო?!,, _თან ეუბნებიან ასე. მათი ღიმილები ციცინათელებად მანქანებს გუნდებად დასდევთ.
გზის პირას, სახლის პირას დადგმული აკვნის პირას დამჯდარა მოხუცი და...
წინაპრის გამოთლილ, ათასბავშვგამოცვლილ, ჩუქურთმაჩამოფრცქვნილ, სამასწელგამოვლილ ხის აკვანს არწევს.
რომ ისევ ატაატდნენ, რომ ისევ წამოჩიტდნენ, რომ ისევ დაიზარდონ... _მაზეგ_ ,, დამიპიპინეო! ძლიერად, ბიძიაო!,, _ისევ გამოცვივდნენ გზაზე.
თაგვზე კბილნაჩუქრები, ხოზიკააკრულები, თმა_ბალახ-ბულახები, ბოროტისუნახები...
ჯერ კიდევ ომობანა, ჯერ კიდევ სახლობანა და უკვე დიდობანა ხვალ-ზეგ...
ბავშვები გამოდიან, ბავშვები გამორბიან, ბაღნები მოფრინავენ (მ)თაზე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მადლობა, მადლობა, მადლობა ) მადლობა, მადლობა, მადლობა )
29. კარგად, კარგად, კარგად წერ :) კარგად, კარგად, კარგად წერ :)
28. ისეთი ხო არაფერი მაგრამ მაგრად გამეცინა , ძაან ვიხარხარე ისეთი ხო არაფერი მაგრამ მაგრად გამეცინა , ძაან ვიხარხარე
26. მომწონს მართლა მომწონს მართლა
25. ))))))))))) )))))))))))
24. მე დავაპიპინე უკვე , ახლა სხვებსაც ვთხოვ, მოდით და აქ დააპიპინეთ, ხალხს დაუძახეთ კიდევ, სრულიად საქართველოს და თუ რამე, ემიგრანტებსაც უთხარით.......:))))))))))))))))))))))))))))))))) პიპინია ერსთავი აღარაა ცოცხალი თორემ ისიც უეჭველი მიაჭერდა ....მიაჭერდა კი არა, მიაკომენტარებდა:)))) მე დავაპიპინე უკვე , ახლა სხვებსაც ვთხოვ, მოდით და აქ დააპიპინეთ, ხალხს დაუძახეთ კიდევ, სრულიად საქართველოს და თუ რამე, ემიგრანტებსაც უთხარით.......:))))))))))))))))))))))))))))))))) პიპინია ერსთავი აღარაა ცოცხალი თორემ ისიც უეჭველი მიაჭერდა ....მიაჭერდა კი არა, მიაკომენტარებდა:))))
23. რა საყვარელია:) ჩემი ბავშვობა გამახსენდა :( რა საყვარელია:) ჩემი ბავშვობა გამახსენდა :(
22.
ნათია, ხომ იცი როგორაა საქმე თუ mrs.smith.-ს არ მოეწონა, ესე იგი ძალიან მაგარია!!!
ნათია, ხომ იცი როგორაა საქმე თუ mrs.smith.-ს არ მოეწონა, ესე იგი ძალიან მაგარია!!!
21. მუხა, ლექსს ჰქვია ”დედისერთა ლენინთან” სანდრო შანშიაშვილის ლექსია. :)
მუხა, ლექსს ჰქვია ”დედისერთა ლენინთან” სანდრო შანშიაშვილის ლექსია. :)
20. მომეწონა და ეს ლექსი გამახსენდა "დედაბერი მიმჯდარა ბუხრის ახლოს კუთხეში" ავტორი არ მახსენდება. მომეწონა და ეს ლექსი გამახსენდა "დედაბერი მიმჯდარა ბუხრის ახლოს კუთხეში" ავტორი არ მახსენდება.
19. ემოციად გასაგებია, ლექსად არ მომწონს =) ემოციად გასაგებია, ლექსად არ მომწონს =)
15.
ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 19 ოქტომბერი, 2014 რა კარგია, რა ტკბილი , რა საყვარელი ....
ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 19 ოქტომბერი, 2014 რა კარგია, რა ტკბილი , რა საყვარელი ....
14. :) <3 მადლობა :) <3 მადლობა
12. აზრიანი, ტკივილიანი, ნოსტალგიური, თითქოს მუხრან-მურმანის რემინესცენციით, მაგრამ მხოლოდ ნათიასი, მშვენიერი სახეებით, ცოცხალი კადრებით, სიცოცხლით სავსე ლექსი!!! აზრიანი, ტკივილიანი, ნოსტალგიური, თითქოს მუხრან-მურმანის რემინესცენციით, მაგრამ მხოლოდ ნათიასი, მშვენიერი სახეებით, ცოცხალი კადრებით, სიცოცხლით სავსე ლექსი!!!
11. რა კარგი კადრებია, გამეღიმა ახლა, რაღაცები გამახსენდა პიპინობისდროინდელი :) +5 რა კარგი კადრებია, გამეღიმა ახლა, რაღაცები გამახსენდა პიპინობისდროინდელი :) +5
10. მე ტკივილი ვიგრძენი ამ ნაწერში, თავიდან ვიფიქრე რა დააპიპინეტქო, მაგრამ არ ვინანე ბოლომდე ორმ ჩავიკითხე. მე ტკივილი ვიგრძენი ამ ნაწერში, თავიდან ვიფიქრე რა დააპიპინეტქო, მაგრამ არ ვინანე ბოლომდე ორმ ჩავიკითხე.
9. მადლობა დიდი ))
ჯონათან, ხოზიკა არის ბირკა. ბალახია, ტანსაცმელს ეკრობა. ) მადლობა დიდი ))
ჯონათან, ხოზიკა არის ბირკა. ბალახია, ტანსაცმელს ეკრობა. )
8. მომეწონა +2 წარმატებები მომეწონა +2 წარმატებები
7. ნიჭიერი ადამიანი. უმშვენიერესი და ძალიან ნათელი ლექსი, თანაც არა მხოლოდ საბავშვო, უფრო სადიდო... 5 ქულა და მეტი.
ნიჭიერი ადამიანი. უმშვენიერესი და ძალიან ნათელი ლექსი, თანაც არა მხოლოდ საბავშვო, უფრო სადიდო... 5 ქულა და მეტი.
6. უჰ, ჩამიქროლეს იმ ბაღნებმა მეც :)
"ათასბავშვგამოცვლილი, ჩუქურთმაჩამოფრცქვნილი, სამასწელგამოვლილი ხის აკვანიც" მინახავს, თუთუნის სურნელი ასდიოდა.
"ხოზიკააკრულები" რაია, გოვ? ;)
ნათელი ლექსი!
უჰ, ჩამიქროლეს იმ ბაღნებმა მეც :)
"ათასბავშვგამოცვლილი, ჩუქურთმაჩამოფრცქვნილი, სამასწელგამოვლილი ხის აკვანიც" მინახავს, თუთუნის სურნელი ასდიოდა.
"ხოზიკააკრულები" რაია, გოვ? ;)
ნათელი ლექსი!
5. ნათია მაგარი გოგოა, მე ვიცი ეს... ძძძძ მაგარია 55 ნათია მაგარი გოგოა, მე ვიცი ეს... ძძძძ მაგარია 55
4. ტიტინა ლექსია :) კადრები გამირბოდა თვალწინ :) თაგვზე კბილნაჩუქრები - წარმოვიდგენი მოკლენაცრისფერშორტებიანი 3 კბილი რო აკლია წინ ისეთი ბიჩუნა :))) <3 ტიტინა ლექსია :) კადრები გამირბოდა თვალწინ :) თაგვზე კბილნაჩუქრები - წარმოვიდგენი მოკლენაცრისფერშორტებიანი 3 კბილი რო აკლია წინ ისეთი ბიჩუნა :))) <3
1. საყვარელია ++ საყვარელია ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|