 | ავტორი: სანზონელი ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2014 |
სამოცდამეცხრე დღეა... მე და სიყვარული ერთად გავდივართ მკურნალობის უშედეგო კურსებს ფსიქიატრიული კლინიკის- ჩემს ჩარევამდე ნომერ მეექვსე, ამჟამად მეცხრე პალატაში, მარტივად დასმული დიაგნოზით- შიზოფრენიით... ახალი კარტოფილივით კანგაფცქვნილი, კედლებგამრუდებული, კარცერივით ოთახში, მარჯვენა თვალით ბრმა და მარცხენა თვალით ელამი, ქვის სროლით სიფათმონგრეული ფანჯრის ქვეშ, არსებობით დაღლილი, რადიკულიტიანი რკინის "კრაოტში " ვწევართ სამნი და რეალობას ვებრძვით- მე, გამოთაყვანებული სიყვარული და მდუმარება... უ-კონტაქტო ვარ! ... მორბენალი სტრიქონივით დაძრწის აბებითგაბრუებული ტვინის ლაბირინთებში ერთადერთი კადრი-როცა აეროპორტში უ-თანასწორო სიყვარული ხელებში შემატოვე თანაცხოვრებაში უ-რეგისტრაციო მგზავრს გრძნობებით გაძეძგილი, აღარასდროს გახსნილი ჩემოდანივით... უ-ჩემოდ გაფრინდი და სამუდამოდ დამემშვიდობე შენგან უ-არყოფილ (სამომავლოდ თუ მეღირსა და კლინიკიდან თავი დავაღწიე) ქალს... სავარაუდოდ ფემინისტს. წახვედი!... მე კი დავრჩი მომუჭული, ხელისგულზე მიხორცებული ბილეთით, მას შემდეგ სამოცდამეცხრედ სიყვარულის გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტივით, იძულებული, ჩემთვის სრულიად უინტერესო საგნის (სიმარტოვის)- ლექციას ვუსმენ ჩაძინებამდე... .............................................................................................................. იშვიათად, უ-პრეპარატო ფიქრივით მესტუმრება ხოლმე, ჩემი დღემდე შემორჩენილი, ერთგული მეგობარი-ეპილეფსია...........
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. რავიცი ჩემო კარგო. მადლობა:) რავიცი ჩემო კარგო. მადლობა:)
40. ოჰო....:) ფილოსოფიური აზრებია. ოჰო....:) ფილოსოფიური აზრებია.
38. იქ სადაც ფსიქიატრიული კლინიკა ფიგურირებს, ყველაფერი კარგია 5 იქ სადაც ფსიქიატრიული კლინიკა ფიგურირებს, ყველაფერი კარგია 5
37. აუ მითხარით რა, ხვალ ინსპირაცია სად ტარდება საჯაროში თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში? თუ ერთი და იგივეა ორივე ?:) აუ მითხარით რა, ხვალ ინსპირაცია სად ტარდება საჯაროში თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში? თუ ერთი და იგივეა ორივე ?:)
36. დეკადენტო შენ არც უნდა მოგწონებოდა, ეს გემოვნების საკითხია:D დიდი მადლობა მაკა :* დეკადენტო შენ არც უნდა მოგწონებოდა, ეს გემოვნების საკითხია:D დიდი მადლობა მაკა :*
34. გულში ჩამწვდა... და ჩემი 5... გულში ჩამწვდა... და ჩემი 5...
33. მოგიკითხე დაკარგულო არამითო :) მოგიკითხე დაკარგულო არამითო :)
32. ავტორი: სანზონელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ყოჩაღ! ავტორი: სანზონელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ყოჩაღ!
31. მადლობა ფლე-ში...:) მადლობა ფლე-ში...:)
30. კარგია და სასიხარულო, როცა ერზაცლექსების ტევრში ასეთ კარგ ავტორს გადააწყდები, ხოლმე.
წარმატებები. კარგია და სასიხარულო, როცა ერზაცლექსების ტევრში ასეთ კარგ ავტორს გადააწყდები, ხოლმე.
წარმატებები.
29. მადლობა ზაზა.... მადლობა ზაზა....
28. სწორედ ასეთი რაღაცის წაკითხვა მინდოდა ახლა .
კარგი იყო, განსაკუთრებით მორბენალი სტრიქონი ....
ჩემთვის მაინც თბილი ნაწერია, შეიძლება ვცდები, რავი მე :)))) სწორედ ასეთი რაღაცის წაკითხვა მინდოდა ახლა .
კარგი იყო, განსაკუთრებით მორბენალი სტრიქონი ....
ჩემთვის მაინც თბილი ნაწერია, შეიძლება ვცდები, რავი მე :))))
27. მადლობააა :) მადლობააა :)
26. kargia dzalian ! kargia dzalian !
25. ფეისზე წავიკითხე ხო? დაგა5++არტემ:) ფეისზე წავიკითხე ხო? დაგა5++არტემ:)
23. მეც მომინდა ავადმყოფობა.++ მეც მომინდა ავადმყოფობა.++
22. კარგია :) 5 კარგია :) 5
21. გაიხარეთ :) გაიხარეთ :)
20. საინტერესოა. საინტერესოა.
19. უ - მაგრესი უ - მაგრესი
18. დიდი მადლობა მეგობარო ... დიდი მადლობა მეგობარო ...
17. თავიდან ცოტა გადატვირთულიათქო, ვიფიქრე, მაგრამ მერე ანამნეზს გავეცანი და პირიქით, ხომ არ წაიმსუბუქებსთქო :)
"ჩემს ჩარევამდე ნომერ მეექვსე, ამჟამად მეცხრე პალატაში, " - აქედანვე მივხვდი, რომ უ-არყოფით შეფასებას ვერ დავტოვებდი :) უ-მჯობესდება და უ-მჯობესდება აქ, ყველაფერი!
პ.ს. კორექტურა - "კანგაფქცვნილი" გაასწორე
თავიდან ცოტა გადატვირთულიათქო, ვიფიქრე, მაგრამ მერე ანამნეზს გავეცანი და პირიქით, ხომ არ წაიმსუბუქებსთქო :)
"ჩემს ჩარევამდე ნომერ მეექვსე, ამჟამად მეცხრე პალატაში, " - აქედანვე მივხვდი, რომ უ-არყოფით შეფასებას ვერ დავტოვებდი :) უ-მჯობესდება და უ-მჯობესდება აქ, ყველაფერი!
პ.ს. კორექტურა - "კანგაფქცვნილი" გაასწორე
15. მარტივად დასმული დიაგნოზი- შიზოფრენიით და ერთგული მეგობარი ეპილეფსია?! ოოო, მძიმეა. მარტივად დასმული დიაგნოზი- შიზოფრენიით და ერთგული მეგობარი ეპილეფსია?! ოოო, მძიმეა.
14. დიდი მადლობა, გაიხარეთ.... დიდი მადლობა, გაიხარეთ....
13. სამოცდამეცხრე დღეა... მე და სიყვარული ერთად გავდივართ მკურნალობის უშედეგო კურსებს ფსიქიატრიული კლინიკის- ჩემს ჩარევამდე ნომერ მეექვსე, ამჟამად მეცხრე პალატაში, მარტივად დასმული დიაგნოზით- შიზოფრენიით...+++ სამოცდამეცხრე დღეა... მე და სიყვარული ერთად გავდივართ მკურნალობის უშედეგო კურსებს ფსიქიატრიული კლინიკის- ჩემს ჩარევამდე ნომერ მეექვსე, ამჟამად მეცხრე პალატაში, მარტივად დასმული დიაგნოზით- შიზოფრენიით...+++
12. ინტერესით ჩავიკითხე, ოღონდ ცოტა გადატვირთული მეჩვენა :) ინტერესით ჩავიკითხე, ოღონდ ცოტა გადატვირთული მეჩვენა :)
11. Ars longa, vita brevis + Ars longa, vita brevis +
10. Ars longa, vita brevis + Ars longa, vita brevis +
9. მადლობა ყველას....
თ-ბ სათანაგრძნობე-რას ნიშნავს ?ეს რა სიტყვააა?:) მადლობა ყველას....
თ-ბ სათანაგრძნობე-რას ნიშნავს ?ეს რა სიტყვააა?:)
7. ეს ნაწერი უნდა დაგესათაურებია როგორც "უ" ან "უ,უ" ან "უ, უ, უ" :)
სათქმელი გასაგებია და სათანაგრძნობე.
ეს ნაწერი უნდა დაგესათაურებია როგორც "უ" ან "უ,უ" ან "უ, უ, უ" :)
სათქმელი გასაგებია და სათანაგრძნობე.
6. იძულებული, ჩემთვის სრულიად უინტერესო საგნის (სიმარტოვის)- ლექციას ვუსმენ ჩაძინებამდე...
მესმის. კარგია. იძულებული, ჩემთვის სრულიად უინტერესო საგნის (სიმარტოვის)- ლექციას ვუსმენ ჩაძინებამდე...
მესმის. კარგია.
5. ღმერთო ჩემო...მაგრად"დავიგრუზე" +5 ღმერთო ჩემო...მაგრად"დავიგრუზე" +5
4. მადლობააა :) მადლობააა :)
2. სანზონელო, უფ რა კარგი ხარ 5
სანზონელო, უფ რა კარგი ხარ 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|