ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2014


...მაგრამ გზა არის!

ზერელობაა თეთრი ლექსები...
                                             
                                      გიო ზედვაკელი.

...მაგრამ გზა არის!

უბერავდა ოქტომბრის ქარი.
დავხურე წიგნი, ჩავაქრე შუქი
და როცა ზე მორეირას
კანუდოსში გაუთბა სული,
საბანი მეც წავიფარე.
დიდხანს ვიწვალე,
არ მასვენებდნენ ღამის ფიქრები...
ვიცი, დილისთვის მწარედ ვინანებ,
მაგრამ  მაინც ჯიუტად ვმარხავ,
თან გულს ვიმშვიდებ__
მაინც  ზერელობაა თეთრი ლექსები!
ფანჯრიდან ქარმაც დამიდასტურა:
ზერელობაა,
ზერელობაა,
ზერელობაა თეთრი ლექსები!
მაგრამ გზა არის! 
მაინც მოგიწევს მისი გავლა,
თუნდ გადიოდეს კაატინგაზე...
მეც დავუჯერე...
...და მწვანე ღამეს შემოვეკედლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები