ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 ოქტომბერი, 2014


ჯონ კიტსი - სქელი ბურუსით მინდორ-ველთა დაფარვის შემდეგ

სქელი ბურუსით მინდორ-ველთა დაფარვის შემდეგ,
შემოდგომისას უცილობლად დადგება ის დღეც -
ნაზი სამხრეთით გაჩენილი, როცა გადიწმენდს
სნეული ზეცა ლაქებს ყოვლად შეუფერებელს.

შფოთიანი თვე ტკივილთაგან თავდახსნას შეძლებს 
და გაიხსენებს მაისის თვის გასულ ამინდებს,
ქუთუთოებს კი ნიავქარი ისე აგრილებს,
ზაფხულის წვიმა როგორც ვარდთ და ხორბლის თაველებს.

ფიქრები მოგვდის უმშვიდესი - ვით ყვავის კვირტი,
მწიფდება ხილი სიჩუმეში -  შემოდგომის მზემ
ცის დასავლიდან გააბრწყინა ღიმილით ზვინი -
საფოს ღაწვები - როგორც ბავშვის  სუნთქვაა ძილში -

ქვიშის საათი იცლება და ჩუმად წიკწიკებს -
ვით რბის ტყის წყარო - ვით პოეტის არის სიკვდილი.


22 ოქტომბერი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.poets.org/poetsorg/poem/after-dark-vapors-have-oppressd-our-plains

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები