ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2014


888

ღამეულ ტკივლის კომბლესავით სხვენში ვალაგებ,
ვფიქრობ ფრენაზე და ვარსკვლავებს გიჟივით ვითვლი,
ვგრძნობ რომ ვიცლები-იწურება დროის მარაგი,
და ჩემოდანში,გულმოდგინედ ვალაგებ ნივთებს,

ფურცლების დასტას,გულგამომშრალ,ძველისძველ კალამს,
დახეულ ჯინსებს,დაობებულ ფანქრების გროვას,
დაწერილ ლექსებს  დამნაშავე ბავშვივით ვმალავ...
ღრუბელიც მალე უნდა გასკდეს,დაიწყოს თოვა...

უნდა წავიდე,უმიზეზოდ გავუყვე შარას,
მზე უნამუსოდ თოვლის პირველ ფიფქებს იპარავს...
მე ამ ფიფქებში უნდა ვიცნო ის-ჩემი ფიფქი,
როცა ფიქრებში,იკარგება პირველი ფიქრი,
მას ვუწყებ ძებნას და თოვლივით უკან ვბრუნდები,
გადიან წლები,ტკივილებიც ისე ხუნდება,
რომ საბოლოოდ არაფერი არ მრჩება სულელს,
და გზას მივყვები,ანუ კუდში მივყვები ურემს...

ვიცი რომ ვურევ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები