| ავტორი: გვანციოლა ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2014 |
შემოსასვლელი.სარკიანი მინი დარბაზი, რბილი ავეჯი, ჩარჩოებში ძველი მხატვრობა. მინაზე ტოტი ეხეთქება თითქოს აბრაზებს სიჩუმეს,ანდა მოასწავებს უფრო ავდრობას.
ღია ცისფერი წამიერად ირხევა ფარდა, მყუდროებაა,ბუხართან კი ოდნავი სიცხეც თაროებიდან სქელყდიანი წიგნების გარდა იღებ წერილებს, გახუნებულს და კითხვას იწყებ.
"ძვირფასო, გახსოვს, ხეივანი შეფოთლილ ვაშლის ან მწვანე მდელო, ერთმანეთის სურვილით ტკბობა, როცა მუჭებში ვაგროვებდით ღრუბლებად გაშლილ სულ ყველა გრძნობას, ემოციას, ჩვენს ყვავილობას.
ძვირფასო, იცი, მოიბურა ქალაქში ჩემთან, შემოდგომაა, დანესტილ სულს ძნელად ვუშველი და ამიტომაც უძილობა ისევ დამჩემდა..." წყდება წერილი თარიღით და გაკრული ხელით.
უკვე რამდენჯერ გადაკითხულს იწყებ თავიდან და გალიაში ფორიაქობს ჩიტი კანარის, თითქოს იგრძნო რომ ცა მიწაზე ფეხად ჩავიდა მზის იმედი კი დიდი ხანი ისევ არ არის.
მინი დარბაზი, სარკეებით და ბევრი წიგნით, შემოგაღამდა კითხვაში და სხვას აღარ ელი. ბუხარში ცეცხლი, ოდნავ ცხელა ფანჯრების შიგნით, გარეთ ავდარი, სიმარტოვე და გასასვლელი.
გვანცა შემოდგომა / 2011 წელი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მშვენივრად წერ! მშვენივრად წერ!
4. კარგი გოგო ხარ შენ გვანციოლა.ლექსს პლიუსები კარგი გოგო ხარ შენ გვანციოლა.ლექსს პლიუსები
3. ლექი კარგია, მაგრამ თუ ისევ მარტო ხარ.... ცუდი :) ლექი კარგია, მაგრამ თუ ისევ მარტო ხარ.... ცუდი :)
1. კარგი ავტორი კარგი ავტორი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|