ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პროზა
25 ოქტომბერი, 2014


თეთრი (ყველა

ჩვენ გავუყვებით ხავს მოდებულ გზას, რომ ვიპოვნოთ ყველა "ფერი" მატყუარა სითეთრეში. მივადგებით ფერადი თოლიების გუნდს და დიდხანს დაველოებით მათში შესახწევ რიგს, რათა აღარ დაგვჭირდეს ჭრილობების დამალვა შენს პოლაროიდულ სითეთრეში. დავივიწყებთ იმასაც, რომ დედები არ არისნ ჩანთოსნები, ეს კი ჩვენი ცხოვრებისეული კომპლექსია, რადგან ვერ შევძელით ნელ-ნელა შევჩვეულიყავით ზამთრების სითეთრეებს, გაზაფხულების მრავალ "ფეროვნებას", შემოდგომების სიკვდილივით მშვიდ საღამოებს და ბოლოს რაც მთავარია ზაფხულებს, სადაც ვერ ვიპოვნეთ ღმერთები, რათა შეგვძლებოდა ზღვის ყველა დაავადებების გარეთ გამოტანა.მიუხედავად ყველა "ფერისა", მერე რა თუ ახლა აღარ გვიზიდავს სახურავები და ჩვენი თმები ისეთი მოკლეა, რომ მზეს უჭირს მისი გახუნება, ამ წამებშიც კი, როდესაც ამას განვიცდით, ჩვენს სხეულზე უამრავი წრუწუნებით სავსე აივნებია, რომელთა მოაჯირზეც შეუძლებელია შემოაწყო ფეხები დასვენების მიზნით და საკუთარ თავს მისცე ფინჯანი ყავით გართობის უფლება.და, მაინც ჩვენ გავფრინდებით თოლიების გუნდთან ერთად, ჩვენებური პოლარული სითეთრიდან შორს მთვარისკენ, რომლის შუაშიც მრავალ "ფეროვან" ცისარტყელას გაგვიჭიმავს, ვინმე უცხო ჟღალთმიანი ადამიანი...
ეძღვნება ყველა იმ ადამიანს ვინც ფიქრობს, რომ თეთრია და ებრძვის არა "ფერს"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები