ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
6 ნოემბერი, 2014


მონადირეები

საახალწლოდ სოფელს ვესტუმრე. იქ ძველით ახალი წლის ტრადიცია ისევ არსებობს .ჩემი დეიდასშვილებიც მახლდნენ თან. თეთრად ქათქათებს არე- მარე. რა სილამაზეა, აღფრთოვანებულები არიან სტუმრები. სახლში დედაჩემი და მამაჩემია. ჩემი ძმა სანადიროდ წასულა.
-მაგარი მონადირეა მაგი- ამბობს მამაჩემი. ჭიშკრებზე რო ალუმინის მტრედებია, იმას ვერ მოარტყა ტყვია. გუშინ ადგენდნენ გეგმას,- ალეკომ უთხრა ათ საათზე გამოგივლი, თერთმტზე ტყეში ვიქნებით და თორმეტზე შველი გამოვაო.-თან იცინის კვდება სიცილით.
-ძაღლი მაინც არ წაეყვანა,- ჯავრობს დედაჩემი. -გზა რომ ვერ გამოიგნოს?, რო დაიკარგონ?
-ქნას აქეთ პირი, რა დაკარგავს.- აიმედებს მამაჩემი.
ამასობაში კუსაც მოვიდა. გათოშილი აწითლებული. შემცივდა და წამოვედიო.საცოდავი ძაღლი მუხლს ვერ მართავს.( გმირი მონადირე) . ყველას აინტერესებს ამბები. -
-შველი არ იყო, არაფერი არ იყო. ერთი ბუ ვნახეთ , ალეკომ მოვკლათო, ზვიადიმ თქვა, ბუ რა ჯანდაბად გვინდაო. დათვის ბუნაგში შესვლა ვერ გავბედეთო.-
მალე მთავარი მონადირეებიც დაბრუნდნენ ცარიელები.
-ალბათ შველს საქმეები გამოუჩნდა და ვერ გამოვიდა თორმეტ საათზე, აწი წინასწარ შეუთანხმდით და მოიცლის თქვენთვისო.- დაარიგა მამაჩემმა.
გარეთ კი მხიარული ფანტელები ფარფატებდნენ და სიცილს აყრიდნენ მუცლით მონადირეებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები