ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2014


შენ და ოქტომბერი

ახლა ბუნებაა ისე ოქროსფერი...
ნეტა უსასრულოდ იყოს,
იყოს ასე...
შენ, და ოქტომბერი,
შენ, და ოქტომბერი,
ჩემთვის ჯერაც უცხო,
უცხო გრძნობით მავსებთ...

ფოთლებს ვეფერები,
ლექსებს ვეფერები,
ისე სავსე ვარ, რომ თავი სად წავიღო,
წარმოდგენა არ მაქვს?! -
სული მებევრება...
მინდა ოქტომბერთან,
მინდა შენთან ვიყო!

სისხლი მაჭარივით მიდუღს,
ვერ ღვინდება!
ვეღარ,
ვერ ერევა, გული - ეს ოხერი...
ბოლოს დროს, გონებაც ხშირად მებინდება,
მხოლოდ შენ ახსოვხარ,
შენ, და ოქტომბერი...

ჰოდა ასეც იყოს!..
ნახე, თან - ბუნებას
რარიგ ძლიერ შვენის,
ხატავს ოქროს წვერი?..
ზუსტად ისე, როგორც შვენით ჩემს გონებას
შენ, და ოქტომბერი,
შენ, და ოქტომბერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები