ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
27 ოქტომბერი, 2014


არც ისე ზღაპარი

      იყო და არა იყო რა, ერთ  უკუღმართ  ქვეყანაში უსაქმურობისა  და მოწყენილობისაგან დათრგუნული  გოგონა და ბიჭი  საიტზე დარეგისტრირდნენ.
      მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ  დროის  ამ მომენტში ვარსკვლავთა განლაგება  არ იყო მათდამი  კეთილგანწყობილი, აბა საიდან უნდა  სცოდნოდათ?....არც ერთის ბაბუა იყო ნოსტრადამუსი  და არც მეორისა---ვასკვლავთმრიცხველი...
        გოგონამ დიდხანს  იმუშავა  კომპიუტერში  და ბოლოს გაოფლილმა  წყალი რომ გადაივლო და  შემწვარი ძეხვი შეჭამა, ეგრევე, ქონიანი ხელებით, ( რადგან  ძალიან  ეჩქარებოდა)  ჩატვირთა  შელამაზებული -გაფოტოშოფებულ-კონტრასტ-ფერ-ფონ-და ასე შემდეგ შეცვლილი  (რა ჩამოთვლის!) ფოტოები , შემდეგ  კი  გაინაბა და დაელოდა, მხოლოდ ხანდახან ამთქნარებდა, ქონიან  ხელს გაატოკებდა, მისი  მსუქანი  კატა რომ სუნავდა  ხარბად  ,  მერე  დააწკაპებდა და განაახლებდა ხოლმე გვერდს...თან საყვარლად  აბოყინებდა.
      შედეგმაც არ დააყოვნა...47 წუთის შემდეგ  ბიჭუნამ , რომელიც  აღტაცებული ათვალიერებდა მიყოლებით  ფოტოებს და არ იცოდა უკვე ყველასთვის მიეწერა  "ო. რა ლამაზი ხარ " თუ მხოლოდ ერთისთვის, სწორედ იმ წამს წააწყდა იმ გოგონას ფოტოს.
მიხვდა, მიხვდა ბიჭი რომ ეს იყო ის  ერთადერთი და მისწერა....
ახლა გამოვტოვებთ  ამ მოსაწყენ და გულისამრევ  ფაზას  ვირტუალური ურთიერთობისა....სადაც მრავლადაა  სიჩუმე, სიცივე ,  ვაკუმი , და სიბნელე ,  როგორც  კოსმოსში !...





    და აი უცებ,  ეს კი  ზუსტად  3 წლის შემდეგ მოხდა, გოგონამ  როგორც იქნა ნეიტრალური  "გამარჯობათ , როგორ ბრზანდებით ""მისწერა და სულაც  არ  აღუნიშნავს იმ ბოროტს  თუ  რა ტიტანური  მოთმინების  მქონე ბიჭთან ქონდა საქმე !...
      ბიჭს კი  ამასობაში თითების ატროფია დამართნოდა..ძლივს, კვნესით  აკრიფა ""კარგად გენაცვალე""---ო  და.....
    კიდევ ორი წელი გავიდა....
უკვე თამამად საუბრობდნენ, ბიჭი კაბას უქებდა, ვარცხნილობას....მაკიაჟს  ..თვალებს....მეტს ჯერ ვერაფერს, დრო არ იყო მოსული.
კიდევ ერთ წელიწადში  ბიჭმა ფსიქოლოგის დახმარებით  გაუბედა და შემხვდიო....შემხვდიოოო.....
    გასაოცარია და გოგონა იმწამს დაეთანხმა, თუმცა კი არ დაუზუსტებია როდის უნდა შეხვედროდნენ...მაგრამ თანხმობა თავისთავად  სასიამოვნო ფაქტია და  ბიჭმა იმ დღეს  გახარებულმა  შამპანური გახსნა...მერე კიდევ დიდხანს სვამდა სანამ არ ჩაეძინა მომღიმარს  და  ცივ უნიტაზს  ჩახუტებულს...




      ერთი კვირის შემდეგ, ბიჭმა  ისევ  შეახსენა ფრთხილად და დელიკატურად, დაგეგმილი  შეხვდრის შესახებ..მერე კიდევ , კიდევ...გოგონა ახლაც არ უარობდა, უბრალოდ მიზეზები არ ელეოდა.....ხან ლობიო  დავადგი და ვერაო..ხან ბებო კიბეზე ვერ ადის და ვეხმარებიო...ხან ანონიმურ  ტრანსვესტიტთა  კლუბში გავწევრიანდი და  ჯერ არ მცალიაო...ხან  ცურვაზე  შევედიო... ხან  დისშვილი მეყოლაო.....მამა დამეღუპაო.......ხან ბრმა ნაწლავი ამოვიჭერიო....ხან ლიფტში გავიჭედეო....( ბრმა ნაწლავი, საოცარია  და  რატომღაც  ორჯერ "ამოაჭრეს")
      ასე გადიოდა  წლები, ხან ერთი მიზეზი  გამოყოფდა თავს, , ხან მეორე....ხან ცივაო, ხანაც ცხელაო, ხან გრილაო..ხან დიდი თოვლი დევსო....ხან მზე აჭერსო....ხან წვიმსო..მერე შევხდეთო..მერეო....იმ კვირაშიო..იმ შაბათსო...ორშაბათიდან  საქმეებს მოვრჩები და  მერეო...ახლა ყველა ტრუსიკი გავრეცხე, სველია , გაშრება და  უეჭველი  ხვალოოოო.......უი..ხვალ  ცეკვა მაქვსო....ზეეგ?...აააა....ვაიმე , ბუღალტერიაში  ვემზადებიო..... ახლა მძიმე მარხვააო.....ვაიმე...დღესაც ვერა....ჩოგბურთი მაქვს და მერეოოოო ......... გვიანამდე ვმუშაობოო.....
      ასე  გადიოდა წლები..გადიოდა და გადიოდა..აბა რა იქნებოდა?...გაზაფხულს ზაფხული სცვლიდა....შემოდგომას ზამთარი....ჩიტები მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში, მერე მოფრინავდნენ...ბეღურები თოვლში იქექებოდნენ....კოღოები იკბინებოდნენ....ყვავილები ამოდიოდა...წვიმდა, ელავდა!..ქუხდა!.....მოკლედ ეს ყველაფერი ხდებოდა! ხდებოდა!  მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ....რატომ?...დიახ, მართალი ბრძანდებით,  გოგონას მიზეზები არ  ელეოდა!


ასე გავიდა 30 წელი.....ამასობაში  დედამიწაზე  გლობალური კლიმატური  ცვლილებები  დაიწყო.........მიწისძვრები.....წყალდიდობები.....გოგონა კი , რაც წლები ემატებოდა , უფრო  გაკაპასებულიყო  , ისევ უარობდა შეხვედრას! რა დროს ეგაააო!  როცა ასეთი კატასტროფები ხდებაო!..მორჩება განსაცდელი,  , გაბრწყინდება  ქვეყანა  და მერეო....

        ერთხელაც  (ზაფხული  იყო თუ ზამთარი არავინ იცის, )  რადგან კლიმატი უკვე  სულ მოსპობილი იყო " ჰომო  საპიენსი"-ს  მიერ, ისტერიის  ზღვარზე  მისულმა  ბიჭმა გაუგონარი  თავხედობა გამოიჩინა, ქვედა ტუჩი მოიკბიჩა აღელვებისგან    და  გოგონას  ტელეფონის ნომერი აკრიფა...
        გოგონას ვითომ ძალიან გაუხარდა......ოჰ. როგორ მომენატრეო მაგრამ..რაააოოო????...შეგხვდეო?...მერე როგორ?...კარტოფილს ვწვავ, ახლა გადმოვაბრუნე და ვერაო....იქნებ მერე იყოსო.....თუ გინდა , იცი რაო?....
........ეს გოგონას ბოლო სიტყვები იყო...ტელეფონი უცებ  გაითიშა, მხოლოდ ზუზუნი  და  წყვეტილი ზუმერი ისმოდა......ამ დროს მიწაც  შექანდა.....ქალაქის აღმოსავლეთით  რაღაც  გუგუნი გაისმა...მაგრამ ბიჭს ეს არ  გაუგონია, რადგან  ტიროდა.....მერე  გაბრაზებულმა დაახეთქა  ტელეფონი, შეურაცხყოფილად და კიდევ რაღაცნაირად იგრძნო თავი.....(არ დავაზუსტებთ!!!!!)    ცრემლი მოიწმინდა  და დაიფიცა რომ აღარასდროს დარეკავდა..
        მაგრამ რა იცოდა იმ სულელმა რომ ძალიანაც რომ მოენდომებინა, ეს აღარ მოხდებოდა.... გოგონა ჩამონგრეულმა  კედელმა მოიყოლა  ქვეშ  და ისე გასრისა როგორც  ნეხვის ჭიას სრესს  ხოლმე  ტრაქტორი..
......


P.S.    ხოლო რა ბედი ეწია იმ ბიჭს?....რა თქმა უნდა  ისიც დაიღუპა, შემდეგი  მიწისძვრისას.....უფრო სწორად  თავი მოიკლა, ნახევრად ჩამონგრეულ კედელთან მივიდა და დიდხანს ურტყამდა  გასისხლიანებულ ხელებს და უტვინო თავს  ..სანამ არ ჩამოანგრია.......სიკვდილის წინ გასხივოსნება ეწვია, ვითომ ის და მისი საყვარელი არსება ჯვარს იწერდნენ...მერე მგონი აკოცა....აკოცა და..........მაგრამ ასეთ ეპოლოგს    უკვე არავითარი  მხატვრული ღირებულება არ აქვს და  ეს  უბრალოდ დესერტად მოგართვით...ასე რომ, ჭირიც იქ იყოს და ლხინიც.....


ს.ნ. 2014



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს