ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2014


არავინაა არსად!

არავინაა არსად,
მხოლოდ ორია ღამის,
დგას მარტოობა თარსი,
სადღაც კი ქარი ბღავის.

არავინაა არსად,
პულსი იგრძნობა მიწის,
სიმშვიდე არის ფარსი,
თავადაც კარგად იცის.

არავინაა არსად,
ადამიანის მსგავსი,
და მეც შეშლილის მსგავსად,
საკუთარ ცრემლს ვსვამ თასით.

არავინაა არსად,
ღამის სამია თითქმის,
ვარ მარტოობით სავსე
და სიტყვებს გულში ვითვლი.

არავინაა არსად,
რომ უპასუხოს კითხვებს,
სულის ტკივილის ფასად,
საკუთარ სხეულს ვითმენ...

არავინაა არსად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები