ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2014


***


***
სიცოცხლე მაშინაა ლამაზი,
გულს მინათებული
ღმერთის ფიქრი თუ გალაპარაკებს.

***
ერთგულების მწვანე ორბიტაზე
დარდი და სიხარული-
სიყვარულის თანამგზავრები.

***
ქარიდან გამოსული ხეები
ნელი შრიალით უშუშებენ
ერთმანეთს ჭრილობებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს