ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ოქტომბერი, 2014


...რომ არა ლადოს პოეზია...

პოეზია ჩემთვის ყველაფერია, უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია!
ლექსების წერა მე ცოტა გვიან, 18 წლის ასაკში დავიწყე... ეს იყო სტუდენტობის დაუვიწყარი ხანა, თან ლექსებს ვწერდი და თან გეპეის თეატრში სპექტაკლებს ვთამაშობდი!
ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია, ვენაცვალე მის სულს!
რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი (კარგი გაგებით რა თქმა უნდა)!
ჩემი ლექსების უმეტესობა სიყვარულსა და პატრიოტიზმზეა... ბევრს პატრიოტული თემატიკა მოძველებულად მიაჩნია, მაგრამ ეს თემა არასდროს მოძველდება, სანამ საქართველო და ქართველობა იარსებებს!
რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული ჩემთვის წმინდათა–წმინდა გრძნობაა, ქალის კდემას ბავშვობიდან ვეტრფი, ყოველთვის მოწიწებითა და სიყვარულით ვეამბორები ქალს (მანდილოსანს) ხელსა და ბაგეზე!
ბედნიერი იქნება ის მანდილოსანი, ვინც ჩემს მკლავებში აღმოჩნდება!

პოეზიაც ხელოვნებაა, ხელოვან ადამიანებს კი ნამდვილი სიყვარული შეუძლიათ!


პატივისცემით – ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს