ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2014


* * * (მტვრიან ქუჩებში შემოდგომა დღესაც იტირებს...)

მტვრიან ქუჩებში შემოდგომა დღესაც იტირებს
და მეც, არეულს, განწყობა მაქვს
ზუსტად ეგეთი...
მიყვარხარ - ვამბობ, რადგან შენთვის იმას ვაკეთებ,
ჩემი თავისთვის, რომ არასდროს გავაკეთებდი...

არც არაფერი ამის მეტი... ესაა მხოლოდ...
მთელი გრძნობების ფინალი და ალბათ, სათავეც...
მაშინებს მხოლოდ, ერთადერთი სიტყვა: ”წერტილი”
(მრავალწერტილით აქამდე რომ გამათამამე)

და ახლა ჩემს თავს პრინციპების ღალატში ვამხელ,
(ჯიუტ ხასიათს პრინციპები მინდა დავარქვა)
სველ ქუჩებს ალბათ გაექცევა ისევ ხმაური...
მტვრიან ქუჩებში შემოდგომაც ტირის ხანდახან...
 
ლიკა ოხანაშვილი
30.10.2014








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები