ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2014


დ ა ვ ე წ ა ფ ე ბ ი ფ შ ი ს წ ყ ა ლ ს ბ ა ვ შ ვ ი ვ ი თ

დ ა ვ ე წ ა ფ ე ბ ი,  ფშის  წყალს  ბავშვივით

დავეწაფები,  ფშის  წყალს  ბავშვივით,
წამოდგომამდე  მადლობას  ვიტყვი.
აქ  დაბრუნებას,  რაკი  მომასწარ
გმადლობ  უფალო!  ორიოდ    სიტყვით.

ფეხზე  ავდგები,  მიმოვიხედავ,
ამ  საოცრებით  რაკი  დავტკბები,,
მერე  მივაპყობ  მზერას    დასავლეთს
და  მზის  ჩასვლისას    მცირედ  გავთბები.

ეს  სურნელება  მინდვრის  ყვავილთა
გაასკეცებს    სიყვარულს  მიწის.
კოპალას    მზერით,    ვთხოვ,  აძლიეროს,
გული  ეს  ჩემი  რისთვისაც  იწვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები