ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: თარგმანი
31 ოქტომბერი, 2014


ანა ახმატოვა ***(ვმუჭავ ხელებს შავ ვუალქვეშ..)


ანა ახმატოვა

***

ვმუჭავ  ხელებს შავ ვუალქვეშ... მესმის:
,,რატომ ხარო დღეს ფერმკრთალი ასე?"
- იმიტომ, რომ იგი უმძიმესი
ნაღვლით ვათვრე და ბოლომდე ვასვი.

დავივიწყებ? -  როგორ? გაბარბაცდა.
ტანჯვისაგან მოეღრიცა  პირი.
ჩამოვრბოდი, მოაჯირსაც  ავცდი.
დავედევნე ჭიშკრამდე და ვყვირი

სულთმობრძავი: ,,რაც გითხარი, ყველა
ხუმრობაა. წახვალ - ვკვდები. დარჩი!
გაიღიმა მშვიდად, დამღუპველად,
მიპასუხა: ,,ნუ დგახარო ქარში!''

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

***
Сжаты руки под темной вуалью...
"Отчего ты сегодня бледна?"
-Оттого, что я терпкой печалью
Напоила его допьяна.

Как забуду? Он вышел, шатаясь,
Искривился мучительно рот...
Я сбежала, перил не касаясь,
Я бежала за ним до ворот.

Задыхаясь, я крикнула: "Шутка
Все что было. Уйдешь, я умру".
Улыбнулся спокойно и жутко
И сказал мне: "Не стой на ветру".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები