ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2014


მ ხ ე ვ ა ლ ი ს ი ყ ვ ა რ უ ლ შ ი

მ ხ ე ვ ა ლ ი  ს ი ყ ვ ა რ უ ლ შ ი


კოპალავ  დამეხმარე 
გადმომაფარე  კალთა.
გრძნობაა  ჩემში  ყველა
განსხვავებული  ქალთა.

როგორაც  ვარდი  ბაღში
გამორჩეული  არი,
ან  როგორც  წყაროს  წყალი
წმინდა,  კამკამა,  წყნარი.

ანდა  როგორაც  ვაზი
და  მასთან  მდგარი  ნარი.
მდინარე  ილტო  ზაფხულს
აპრილს  ენგური  ჩქარი.

გრიგალთან  როგორც  სიო
განსხვვავებული  მყარი
ნაზად  შეარხევს  ფოთლებს
მოეფერება    ცვარი.

კოკისპირული  წვიმის
შემდგომ  რომ  არის  დარი
სურს  დაამშვიდოს  სრულად
თუნდაც  მთა,  თუნდაც  ბარი..

ეს  ხომ ასეა  ღმერთო
ხომ  მოწამე  ხარ  წამის.
მოწმენდილ  ცაზე  მთვარის
გათევის  მისგან  ღამის.

მზე  რომ  მიაფენს  სხივებს
დასავლეთისკენ  მწვერვალს,
ამ  სიყვარულში  მტკიცედ
ვ გ ა ვ ა რ  ერთადერთ  მხევალს.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები