ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2014


დ რ ო ო დ ა კ ა რ გ უ ლ ო(რაზედაც ჯერ არავის არ უთქვამს)

დ რ ო ო  დ ა კ ა რ გ უ ლ ო

გომბორისკენ  მიმავალო
გზაო  საოცარო.
ნაბიჯებო  მრავალთაგან
სწორო,  თუნდა  მცდარო.

სიყვარულის  ნექტარო  და
საღამურო  დარო.
უვარსკვლაო  ცაო,  მაგრამ
გრძნობავ  მეტად  მყარო.

ვერაფერი  მოგიხერხე
გულო  დაფარულო.
და ვეღარც  შენ  დაგიბრუნებ
დროო  დაკარგულო.

ჯერ  არავის  შეუქიხარ
მთაო  გომბორისო
შენს  კალთებზე გადაირბენს
მწუხრის  ნისლი  ცისო.

ზეცისაკენ  აზიდულხარ
ეს  მადლია  ღვთისო.
თითქოს  გვცდიდე,  გეღიმება
როცა  ნისლი  დისო.

შენს  სხეულზე  მონავარდე
ქარი  ამინდს  ცვლისო,
ზამთარს  ჩუმად  შეუყვარდი
და  პატარძლად  გთვლისო.

თეთრი კაბაც  მოგიმზადა
ლეჩაქს  არა  გხდისო.
ხშირად  შენი  სიყვარულით
ცრემლიც  უხვად  სდისო.
,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები