ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2014


ლოთი

ოთახი,ღამეს ხერხემალში ამტვრევს სანთელი,
გარეთ ქარია და სიგიჟემ ფრთები გაშალა,
ჭიქა არაყით გლოვობს სინდისს–ფეხქვეშ გათელილს,
მაჯებს ისერავს,რადგან ბედი ცრუ და აშარი
უქადის სიკვდილს,სული აჰყვა ხორცის ფორიაქს,
სადღაც–ხის ტოტზე ყულფებია გამონასკვული,
როცა ოცნება თვით უფალზე უფრო შორია,
როცა ტკივილებს დრო ვერ კურნავს და დასასრული,
ისე ახლოა,ისე მწარე და თვალსაჩინო,
უკვე ცრემლებიც ზედმეტია,უნდა დანებდეს,
არავის ძალუძს გაბედოს და გადაარჩინოს,
კადრებად ხედავს წარსულ დღეებს,წარსულ ზმანებებს...
დასრულდა!მორჩა!და იღბალმა თავი დახარა,
მხოლოდ მან იგრძნო საკუთარი დანაშაული.
ბრმა ფანჯრებს იქით ძველებურად ისმის ხარხარი,
ყრუ კედლებს იქით დედამიწა ისევ ხმაურობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები