ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2014


დეიდა (ანდრიას)


ყველგან რძეა!
ლამის ლექსებშიც რძე  ჩამიდგეს...
გადაშლის ვინმე,
შუა კითხვის დროს
ლოყას  მიადებს,
მიეძინება.
ჩემი უკარება მკერდი,
ერთი დღით, გაშლილი კაკტუსის ყვავილია,
ძუძუმწოვარა  მსტუმრობს ანგელოსი...
სავარაუდოდ,
მე მისი დედის - იგივე რძის,
სურნელი ამდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები