ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2014


* * *

განოემბერდა,სუსხმა წაკბინა დილას,
ნაწვიმარ ქუჩებს გარიდებია ხალხი,
მშიშარა ქალაქს დამფრთხალი ძილით სძინავს,
მთავარ პროსპექტზე ფეხმოტეხილი დახლი

დაუდგამს მოხუცს,მის ალერსიან ხმაში,
დიდი სევდა და შიმშილი ერთად კივის,
შიშისმაგვარი არაფერია მასში,
მაგრამ ვერ მალავს, თვალებზე მომდგარ ტკივილს,

ასფალტს ასველებს მოხუცის ცხელი ცრემლი,
მიწა გაურბის,მუხლებს ერთმევათ ძალა,
ასეა,როცა კაცი გაჩენას წყევლის,
ასე, როცა შიმშილს სირცხვილი მალავს,

განოემბერდა,ქარებს ტკივილი მოაქვს,
ბებერ მთაწმინდას-ქუდად ახურავს ბინდი,
განოემბერდა და აღსასრულის დროა,
რადგან მოხუცი,თავის საგანძურს ჰყიდის,

ჰყიდის, სულივით ნალოლიავებ წიგნებს,




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები