ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2014


მამას

მა, მე შენსავით ჭაღარები მაქვს თმაში;
მა, მე შენსავით ლურჯი თვალებით ვხედავ
სამყაროს. ჰოდა, ახლა ვუძებნი კავშირს,
მოვლენებს, ამბებს, იმას რაც ჩემს თავს ხდება.
ზოგჯერ ვთანხმდებით, არის ისეც რომ - ვერა.
ბრაზშერეული შენი ღიმილი მიყვარს;
ბედნიერი ვარ როდესაც ჩემი გჯერა,
მა, შენ გენდობი, არა ბედსა და იღბალს.
ჩემს ლურჯ თვალებში ხედავ ძალას და იმედს,
შენს ლურჯ თვალებში ზოგჯერ იღვიძებს ბავშვი
და აღარ მიკვირს თუ ვინმე გვაიგივებს...
მა, მე შენსავით ჭაღარები მაქვს თმაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები