 | ავტორი: დევი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 ნოემბერი, 2014 |
თვალების ბნელით ახვევის და ყურების ცვილით დახშობის დროა, თავო ჩემო__გადარჩენისთვის! კანაფის გარეშეც წრეში მოგვაქციეს ბაბუინებმა, სალვადორჩემო და ყიჟინა გაუდით... ხშირად კამორაში მგონია თავი, ვის გაურკვევია აქ ტყუილ-მართალი?!... მეოთხედი საუკუნეც არ ეყოთ ამისთვის? არა! ძაღლი რომ ძაღლის ტყავს არ დახევს ის ამბავია... ნეტა მარტო მე მაგიჟებს პოლიტიკური უამინდობა, თუ?! თუმცა ბევრიც რომ ვიყოთ მღელვარებაში ამინდს რა შეცვლის, ჰოდა: თვალების ბნელით ახვევის და ყურების ცვილით დახშობის დროა, თავო ჩემო__გადარჩენისთვის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|