ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
16 ნოემბერი, 2014


ჩ ე მ ი ს ა ხ ლ ი ს მ ე რ ც ხ ა ლ ი

ჩ ვ ე ნ ი    ს ა ხ ლ ი ს    მ ე რ ც ხ ა ლ ი


ბუდეს ისე  ვაშენებდი,
როგორც  ჩვენი  მერცხალი
მაგრამ  მისგან  განსხვავებით
თვალზე  მომდის  კურცხალი.

ტკბილად  ბევრი  მიგალობა,
ვერ  მასწავლა  მის  ენა,
თავი  ბევრჯერ  მომაწონა,
ბევრიც  საქმით  მიჩვენა.

ჭიკ-ჭიკსა  და  გალობაში,
გასცა  კარგი  რაც  არი.
დარჩა ჩვენთან,  არ  დატოვა,
თავის წმინდა   ტაძარი.

ბევრჯერ  ყელი  მოიღერა,
ქარვის ყელსაბამითაც,
მიმანიშნა  ეს  მშვენება
მაქვსო დასაბამითა.

უფლისაგან  გავჩენილვართ
თქვა  საოცარ  ჩქამითა.
თქვენსავ  მსგავსად,  თქვენსავ  სახლში,
ჩვენც  ვიძინებთ  ღამითა.

ზამთრობით  შორს  მივფრინდებით
და  იქ  ვგალობთ  დარდითა.
წამებს ვითვლით,  რომ  დავბრუნდეთ,
სიზმრებს  ვხედავთ  ღამითა.

ეხ,  უფალო,  რატომ  ასე,
რად  დაგვბედე  ჟამითა,
სულ  სამშობლოს  ვერ  ვუგალობთ
მუდმივ  ტკბილი  ჩქამითა

.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები