ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2015


ი წ ვ ი ს ქ ა ლ ა ქ ი მ ზ ი ს ა გ ა ნ ი ს ე ვ

იწვის     ქალაქი მზისაგან ისე.........

ქალაქი    მზეში  ჩაიწვა  თითქოს
ჰაერმა ისევ  დაჰბერა  ცხელმა
როგორ   შეცვალა  ყოველი  ნეტა
ერთხელ  იესოს  ფაქიზმა  ხელმა.

საშინელია  დუღს  აქ  ასფალტი
მდინარე  ვერეს  ალმური  ასდის
მზე  ჩამოქცევას    აპირებს  თითქოს
თითქოს  სამყაროს  სარქველსაც  ახდის.

სუნთქვა  ჭირს  ისე  ჩახუთულია
ასფალტის  უგარს  გაურბის  ყველა
მტკვარიც  ნაპირებს  აწყდება  ისე
გაქცევით  უნდა  თავისთვის  შველა.

ვიცოდე  მაინც  რა  გავაკეთო
რარიგად  მიჭირს  იცოდე  მსურდა
ქუჩაში ახლაც  იჯდა  ბოგანო
და  მოკრძალებით  ითხოვა  ხურდა.
     


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები