ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


შ ე ნ ი მ ა დ ლ ი ს უ ლ ს ე გ ე ბ ა

                            შენი    მადლი      სულს    ეგება


შემოდგომა  დადგა  ჩემთვის,
ჩამობერა    მწვავე    ქარმა.

რა  მშვენივრად  მღელვარებდა
მაგ  შენს  ტანზე    ლურჯი  ნარმა.

გაქრა  თითქოს ყველაფერი
ვარდ-ყვავილებს ფარავს ჩალმა.

ვაი  ყველა  არ  წაიღოს
ეკალმა და  მაყვლის  ბარდმა.

თითქოს  არვის  არვინ  უნდა,
მიდი-მოდის  ხალხი  მარდად.

ნუთუ ბნელში დაიბადა
ყველა,  ყველა, ღმერთის  გარდა.

სივერაგე  რა  ბევრს  იპყრობს,
შურმა  ვარდნიც  გადაბარდნა.

აქ    ჩვევები  ქართველ  ჯიშის,
რატომ    და  ვის  გადაბარდა.

დავიჩოქებ  ვფიცავ  ღმერთო,
ვერცრა გვშველის  შენსავ  გარდა.

უშენმადლოდ,  რადგან დღემდე,
ვატყობ, არცრა  არ  მოგვარდა.

ცრემლი   თვალზე  ძვირად  დგება,
ტკივილი  გულს  ფეხით  თელავს.

შენი  ბინა  გულში  არი,
შენი  მადლი  სულში    ელავს. 






-27-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები