ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

ბაბუ

გაუშლიაო ზედ ღრუბლებზე მთვარეს კარავი,
უთქვამს ბაბუს და მთების ნისლში გაუყვა რემას,
მას ჰყავს ცხვარი და თეთრი ჯეკა,მეტი არავინ
მიდის ბილიკზე ნაღვლიანი,ზეცა კი გვემას
უპირებს ღრუბლებს.სადაცაა ძლიერ იწვიმებს...

შემდეგ ყოველთვის,ქოხში მიდის,აგებს ფარდაგებს,
სარკმევლებს წმენდს და სანთელს ანთებს მთელი რიდებით,
შემდეგ საკუთარ ქვეცნობიერს თითქოს ქადაგებს,
რომ არ იდარდოს არაფერზე,აშრობს რიდეებს
და მიდის სადაც ელოდება ცოლის საფლავი ...

უჭირავს ღვინო, ვარდის ფესვიც,რომელსაც ჩაფლავს
ცოლის გულამდე, მის შემყურე ტირის სამყარო,
როგორ მჭირდები ჩემო ქალო,უყურებს საფლავს
და ტირის მორცხვად,რომ ღრუბლები აღარ გაყაროს.
რადგან ისიც ხომ მის შემყურე ტირის.გაწვიმდა...

მტრედებს აპურებს ბოლო პურით თბილი ბაბუა,
და ასე გაჰყავს ძნელი ჟამი,დარდის კარავი
გაუშლიაო მცირე ქოხში, (და ელის უფალს).
მას ჰყავს ცხვარი და თეთრი ჯეკა,მეტი არავინ,
ალბათ ოდესმე გამოთბება.გამოიდარებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები