ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2008


სურვილი


სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო,
მინდორი მინდა მოვთიბო და ბალახი გულზე დავიყარო.
სუ ერთიანად გაოფლილმა პირზე შევისხა წყაროს წყალი,
საყდარს მივადგე, იქ მოვიდეს ოქროსთმიანი ჩემი ქალი.
ლოცვა ლექსივით წაიკითხოს, ფრთხილად დაუყვეს ღრეს და ბექობს,
სახლის ჭიშკართან დიდი ძაღლი კუდის ქიცინით მომეგებოს.
ზამთარში თოვლი მოვიდეს და ბუხარში ცეცხლი ბრიალებდეს,
დღე - მარნის კარი, ღამ-ღამობით ჩვენი საწოლი ჭრიალებდეს,
ცხრა თვეში ვაჟი მეყოლოს და... კიდევ გავიდეს ათიოდე...
მე ”აშო ჩელას” ვმღეროდე და გაღიმებული დავდიოდე...
სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო,
სიმინდი მინდა მოვტეხო და ცვარ-ნამი გულზე დავიყარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს