ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ნოემბერი, 2014


ასე იყო ეს ამბავი

ასე იყო ეს ამბავი!

მარიამის საღამოა,
დაუჯდომელს ვისმენ მზისას,
პოეზიით გაბრწყინებულს
ვუმზერ თვალებს პოეტისას.
თქვენც პოეტი ბრძანდებითო?
მომაახლეს უცებ კითხვა,
არა მეთქი,
_მკითხველი ვარ,
რა მიმიგავს პოეტისას?
_წინა რიგში რომ იჯექით
მხოლოდ ამიტომ ვიკითხე...
შემრცხვა, როცა მივიხედე,
პოეტები იდგნენ ფეხზე,
მე კი წინ გამოვჭიმულვარ,
უკეთესი ვითომ სხვებზე.
შემრცხვა, მაგრამ ახლა უკვე
გვიანაა ვთქვა უარი,
შუა რიგში მოკრძალებით
ზის და ისმენს რენუარი.
ვფიქრობ_მივალ და გავიცნობ,
წარმოვიდგენ_გული ხარობს,
მაგრამ აბა რას გავბედავ,
მე რა ვუთხრა, ვინა ვარო?
:/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები