ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


გამოვიარე ეგ ასაკი ჩემო ბეღურა

გამოვიარე ეგ ასაკი ჩემო ბეღურა,
ან რა ასაკი?! ყოველივეს ისევ ჩავდივარ.
წითელ კრამიტებს მზე სათუთად ჩამოეღვრება
და მე უცნაურს, უსათუოდ რამეს ჩავიდენ...

შემოვიარე დედამიწა ფეხით ბეღურა,
რა აღარ ვნახე...ერთი მეტად გრძელი ზღაპარი.
არ მომერიდო, როგორც იცი, ისე მიყურე,
მზერას ქურდივით უსახლკაროს ნუღარ მაპარებ!

გამოვიარეთ ეგ ასაკი ჩემო ბეღურა,
ან რა საკი?! ყოველივეს ისევ ჩავდივართ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები