ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: საბავშვო
12 დეკემბერი, 2008


ახალი წლის ღამე

  არდადეგები იწყებოდა, ერთი დღით ადრე მასწავლებელმა ზეიმი მოაწყო. ნაძვის ხე დადგეს, ბუშტები ჩამოკიდეს, წვიმებით მორთეს. იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს. ზეიმის დასასრულს მასწავლებელმა ბავშვებს მიმართა : "მოდით, ყველამ თქვენი სურვილები ჩამოწერეთ, ახალი წლის ღამეს ყველა სურვილი შეგისრულდებათ."
  ყველამ დაწერა სურვილი.  მხოლოდ პატარა ანანო არ წერდა არაფერს.
  - რატომ არ წერ არაფერს ანანო?
  ბავშვს ცრემლები მოერია.
  - არა მგონია ჩემი სურვილი შესრულდეს, მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს.
  - მერე, დაწერე! ახალ წელს ყველაფერი სრულდება, დამიჯერე პატარავ.
  - მე... მე მინდა...ჩემი და ავადაა, მინდა ჩემი და კარგად გახდეს, მაგრამ დედას უკვე იმედიც აღარ აქვს.
  - დაწერე! აი, ნახავ, შეუძლებელი არაფერია.

  ანანომ ოცნება, თავისი ორი წლის და გამოჯანმრთელებულიყო, ქაღალდზე გადაიტანა და სხვა სურვილებთან ერთად ნაძვის ხის ქვეშ დადო.
 
  ახალი წელი დადგა. თოვლის ბაბუამ ყველას შეუსრულა სურვილი, ყველა ბედნიერი იყო, მხოლოდ ანანო...
  -ანანო, მოდი აქ, მოდი! - ბავშვმა დედის გახარებული ხმა გაიგონა
  - რა მოხდა დედა?
  - შეხედე  შენს დაიკოს!
  ბავშვი, რომელიც ორი კვირა ცუდად იყო და ლამის სიკვდილის პირას მისულიყო, ეხლა მხიარულად ტიტინებდა.
  -არც სიცხე აქვს, ძალიან კარგადაა. გმადლობ ღმერთო!
  ანანოს მასწავლებლის სიტყვები გაახსენდა.  მართლაც, ახალი წლის ღამეს ხომ ყველა სურვილი სრულდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები