ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიღაცა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ნოემბერი, 2014


კაცი, მუშის ფორმაში.

ეს არაა პოეზია..
ეს არც პროზაა..
ეს ძალიან მარტივად და გულწრფელად აღწერილი ქალის ფიქრებია..

მაშ ასე:

არ ვიცი ეს რა ფენომენია...
მუშაობ სამსახურში, სადაც ყველა მამაკაცი უაღრესად მოწესრიგებულია და dress code-ს მიხედვით აცვია..საოცარი სურნელი აქვს მათ უმეტესობას.

ამ მამაკაცებთან ატარებ მთელს სამუშაოს დღეს და შეიძლება რომელიმე მათგანთან, რომელიმე საღამოსაც..

ზოგი მოგწონს, ეპრანჭები, ეკეკლუცები..

მოწონხარ, გეპრანჭებიან, გაბავენ ..
თუმცა, ერთ დღეს მოდის მუშა, რომელიც, მაგალითად, შენს თვალწინ მავთულებს აწესრიგებს..
ან მაგიდას უკეთებს დაზიანებულ ფეხს..
ან ახალი სკამები მოაქვს..
ან ფანჯარას უცვლის საკეტს..
ან ჩამოშლილ კედელს ათეთრებს..

მას აცვია კარგა გვარიანად ნახმარი კედები, ცოტა ჭუჭყიანი ..
აცვია სამსახურის დასვრილი უნიფორმა ან დაძენძილი ჯინსი..
აცვია ოდნავ გახუნებული მაისური, რომელიც ოფლს "დაუხვრეტია" წერტილებად ალაგ-ალაგ და სიძველესაც - მკლავის ბოლოს და კისერთან..

მოუჩანს ძლიერი მკლავი..
მოუჩანს ტატუ მკლავის შიდა მხარეს, რომელიც უფრო ღიაა ვიდრე გარე ნაწილი..

თმა აქვს აბურძგნული ..

ასდის უცნაური სუნი..

არც ცუდი, არც კარგი..

უკეთია ტყავის სამაჯური.

ვნებით უყურებ და ფიქრობ, რომ ტუალეტშიც კი შეყვები, ოღონდ განიშნოს..
ოღონდ გაგრძნობინოს..
ოღონდ მოუნდე..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები