ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2014


აი, შენ

ამაღამ სიჩუმე უნდა ვასაუბრო,
ახლა მას დიდი ხნის ნანატრი როლი აქვს,
ბებერი საათი ჩვეული ხმაურით
თამაშობს ნერვებზე დროის სიმფონიას.

თოვს. ჩემი გულია ასე რომ ციოდა
და ფანტელებივით ფანტავდა იმედებს,
თოვს. ჩემი გულია, ასე ერთი ციდა,
დიდ შეგრძნებებსაც რომ კვდომისთვის იმეტებს.

ამაღამ თითები არაფერს დაწერენ,
მხოლოდ დაკემსავენ სტრიქონთა ფარდაგებს,
ღიმილით შევიშრობ სისველეს ღაწვებზე
და მერე სიმშვიდეს მოვუხმობ, გადამდებს.

თოვს. ჩემმა სავალმა გზამ თავი აიშვა,
მიქრის და საცაა გადაჰკვეთს ჰორიზონტს,
თოვს. დააგვიანა სუყველამ, აი, შენ,
იქნებ, ბოლო ფიფქის დნობამდე მომისწრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები