ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2014


დაბრუნება წარსულში

მანქანა გველივით მისრიალებს,
ფიქრივით დაკლაკნილ ხვეულებში,
გზა არის სველი და ნისლიანი,
იწყება ფიფქების წვეულება,

ცოტაც და გავცდები ნაკოშკარებს,
უკვე მურის ხიდიც გავიარე,
გლეხის ხელებივით დაკოჟრილი,
მთვარე,შემახსენებს ნაიარევ

მაჯებს ,სისხლიც ამიფორიაქდა,
ჰაერს ვყლაპავ ბოლო ნაფაზივით,
ბავშვობა დავლანდე შორი-ახლოს,
და ფრთებისულ რომ არ ვაფასებდი,


აქ,ფრენა ძველებურად შემიძლია,
აქ ღამე სხვის დღეებზე ნათელია,
სიგიჟეს,ვიცი აქ არ დამიშლიან,
სინდისიც არ მექნება გათელილი,

მივდივარ,მავიწყდება ყველაფერი-
თუ რამე რუხ ქალაქთან მაკავშირებს,
მინდა,ამ ხეობებს შევაბერდე,
გავხდე ვარსკვლავების მენახშირე...

წინ გზები და რძისფერი ნისლებია,
ღამეა,თეთრ საბანში გახვეული,
სოფლები თასებივით იცლებიან,
ხიდებიც უხალხობით დამსხვრეულა.

აქ, ლანდებს გაუმართავთ წვეულება.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები