ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2017


კონსტანტინოპლა

დილა,მეჩეთში გაჰკივის მოლა,
სხივებმა ცაზე ირაო შეკრეს,
ისტორიაა არც ისე სწორი,
რადგანაც ტკივილს ბრძოლების შემდეგ,
სულ არაფერი არ მოჰკლებია,
დამშეულ დღეებს სისხლი სწყურიათ,
მთად აზიდული-გმირთა ძვლებია,
და ნიავი კი მათი სულია,
გავყურებ დარდით დაღლილ ჰორიზონტს,
ორ მიწას შორის გაჩხერილ ყურეს,
ერთ დროს ღმერთების ბუდე რომ იყო,
ახლა ტურისტებს უხარებს გულებს,
გავყურებ მტვერში გახვეულ სტამბულს,
ზღაპრებად ქცეულ ყველა გმირობას,
ხიდებს,ბარბითის სიმებად გაბმულს,
მონატრებიათ-კონსტანტინოპლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები