ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2014


შ ა ნ დ ო რ....(ექსპრომტად)

შ ა ნ დ ო რ...(ექსპრომტად)

შენს  საამებლად
მითხარ,  ამ  წუთას,
რა  გავაკეთო  ბრძანე  ძვირფასო!
ჩვენმა  ელფებმა,
ნიამორებმა
შენი  სურვილი  უნდა  მითხრასო.
ნება  ჩემია?
ისევ  ლექსს  მოგწერ,
მისი  კითხვა  კი,  შენი  ჰობია.
მერე  მოვისმენ
შანდორ  პეტეფის
ლექსსაოცრებას  ბევრს  რომ  ჯობია.
ხოდა...,
ეს სულიც  დაისავანებს
წაკითხულს  ვისმენ  ბარე  ათასგზის.
მგონია, ამ  დროს
ლექსთა  მეუფე
ედემის  ბაღშიც  ვარდებს  გადაშლის.
დიახ  პეტეფი, 
დიახ  მოსმენა,
სული  საზრდოთი  როგორ  გახელდა.
ბედნიერ  იყო
დედა  შანდორის
როცა  პეტეფი  თვალებს  ახელდა.
ეს  საოცარი 
თოთო  არსება
იქ  რითმებს  თურმე, მზერით    აფრქვევდა.
კალამს  იღებდა
თავისებურად
ნახულს  ნააზრევ  სახელს  არქმევდა.

                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები