ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2014


კრისტოფერ

კრის, ამ ქალაქში ყველას ფეხებზე ჰკიდია,
რომ შენ არ გაქვს ფეხები,
აქ ქუჩები სავსეა მშიერი ბავშვებით,
დაუბანელი ბავშვებით,
ბავშვობაწართმეული ბავშვებით.
ხომ გახსოვს წლები,
ისეთი წლები, შავ-თეთრი სურათებით
რუხი პურითა და ლიმონათის ბოთლებით,
ბედნიერები რომ დავრბოდით ქუჩებში.
ვერ ვიტან ამ აჭრელებულ
დასურათებულ დღევანდელობას.
შენი ხელები ისეთი ფერმკრთალია,
ისეთი შავ-თეთრი ხარ..
კრისტოფერ,
მოდი, ყულფები ჩამოვიცვათ ყელზე
და მერე ფეხებზე დაიკიდებ,
რომ ფეხები არ გაქვს,
რომ არ გჯერა სიტყვების:
"ყველაფერი იქნება კარგად."
რომ უყურებ ადამიანებს და გინდა გაიქცე,
მაგრამ..
კრის, ამ ქალაქში ხომ ყველას ფეხებზე ჰკიდია ეგ..

მოდი,
მხრებით მინდება გატარო..
არაფერი იქნება კარგად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს