ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2014


07.11.2014 - 13.112014 (ცოტა შემოდგომის ფერები)

(ციდან დანახული ღამის სტამბული)

* * *
იქ, სადღაც ქვემოთ,
ლამპიონების წვრილი ბისერი.
სტიუარდესას ტკბილ ღიმილში ქალაქი ქრება ...

07.11.2014

საღიმილო ...

* * *
როცა მოხატა შემოდგომის ფერებით მიწა,
მოეწონა და ... მხართეძოზე უფალი მიწვა.
შაბათი იყო!

11.11.2014

* * *
ქვაფენილების ნაცრისფერი უსასრულობა
ოქროსფერებით მიმოფინა
ნოემბრის ქარმა.

12.11.2014

* * *
მზით ნაფერები,
მხოლოდ აქა-იქ შერჩენიათ
ხეებს ფერები.

12.11.2014

* * *
ქოჩორს უწეწავს
მოჟივჟივე ბეღურებს ქარი ...
ფანჯარას ვხურავ...

13.11.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს