ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2014


* * *

ერთი ამ პლანეტის დედაც,
ყველგან შურია და ბოღმა,
ზურგი შეგაქციეს მტრებმაც,
სუნთქავ და მადლობის მოხდაც

გახდა ღიმილივით ძვირი,
ქარებს გაეკიდნენ წლები,
ფურცლებზე შერჩენილ გმირებს,
უჩანთ საფლავიდან ძვლები,

დღისით მზე გიმალავს სხივებს,
ღამით-იმალება მთვარე,
გულ-მკერდ შემომპალი ტივიც,
ვეღარ უმკლავდება მთვრალებს,

ერთი ამ ცხოვრების დედაც...
რა დროს ლექსია და რითმა,
როცა ამ ყველაფერ ხედავ,
როცა ამ სამყაროს ითმენ,

გინდა მიაფურთხო წარსულს,
ლულა მიიბჯინო შუბლზე ,
რადგან არსებობა არ გსურს,
რადგან უკვე ვეღარ უძლებ,

იმ სისხლს სხეულში,რომ ბორგავს,
მორჩა, გაუვიდა ვადა,
ხვდები პლანეტაა -მორგი,
და სწრაფად დაუშვეს ფარდა,

მორჩა -თეატრიც და კინოც,
ღამეც აიზილა დღეში,
ვეღარ გაიგონებ კივლის,
რადგან პოეტივით შეშლა,

ნიშნავს, რომ დაკარგო სმენა,
ჩუმად დაიხურო ქუდი,
მიხვდი-ამ სამყაროს შენი,
მართლაც არაფერი უნდა.

ხო და ამ სამყაროს დედაც...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები