ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: იუმორისტული
14 ნოემბერი, 2014


სულ ნუ გამეკარები!

ნუთუ წყალში ჩამეყარა,
მუზავ, შენი ლოდინი?
ცარიელ სახლს სევდა მფარავს,
შიგ სიცივე ბოგინებს.
სიმშვიდისთვის გიხმობ მხოლოდ,
ვფიცავ სხვა რამ არ მსურდეს!
რომ სიცოცხლე ბოლო-ბოლო
ბედნიერად გასრულდეს.
იქნებ მიხმობ ნება-ნება?
ჩემს სმენას აქვს ლაფსუსი?!
ეს_მორიგი დაბადებაც
მაშ ყოფილა აფსუსი!
არ მჯერა რომ გამიმეტე
დასაცინად ქარ(ებ)ის,
თუ ასეა, მაშ მეც გეტყვი:
სულ ნუ გამეკარები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები