ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2014


***

###

როცა გზატკეცილზე გადავდივარ,
მთელი ყურადღება ტრანსპორტის
მოძრაობისკენ
მაქვს მიმართული.
და ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია,
როცა სიცოცხლისთვის კი არ ვფიქრობ,
არამედ ვმოქმედებ.

###

დააგვიანე...
მაინც იქ დაგხვდი.

ფეხს რომ ვერ იცვლი ადგილიდან
ისაა სიყვარული.

აბა, წასვლა ყველას შეუძლია,
უკლებლივ ყველას.

###

ხანდახან გვერდზე გახედვა არ გინდა,
არც პირდაპირ გიჭრის მზერა,
უკანაც ვერ აბრუნებ თავს,
ზევით ხომ საერთოდ...
და სწორედ მაგ დროს ხუჭავ თვალებს
და ხედავ ღმერთს,
და ღმერთთან ერთად გადადიხარ ქუჩაზე,
და ღმერთთან ერთად იწყებ ცხოვრებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს