ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2014


დედის ალერსი

დედის ალერსი ძვირია,
არ იწონების ოქროთი,
და როგორ მწარედ გვაკლდება,
მათი სითბო და ქოთქოთი.

ტახტზე მთვლემარეს ვუმზერით,
უჩუმრად გაგვთეთრებიან,
ჩვენს ლოდინსა და ღელვაში,
რამდენჯერ დასთენებიათ.

დედის ხმა გვესმის გალობად,
სანთელს დავუნთებთ სამებას,
დროება მისას მოითხოვს,
დიდება კვლავ დაბადებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები